ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ეუთოს უნდობლობას უცხადებენ!


21 მაისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ სამართლიანმა არჩევნებმა, რომელთა მიხედვით ისევე, როგორც ცსკოს მონაცემებით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა, მეორე ადგილზეა ამომრჩეველთა ხმების 17%-ით გაერთიანებული ოპოზიცია, შემდეგ მოდიან ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის ქრისტიქნ-დემოკრატები და ლეიბორისტები. სამართლიანი არჩევნების მონაცემებით დანარჩენმა პარტიებმა, მათ შორის რესპუბლიკელებმა 5%-ი ბარიერი ვერ გადალახეს. პრეტენზიები არჩევნების მიმდინარეობის მიმართ საერთაშორისო , ასევე დსთ-ს დამკვირვრბლებს არ აქვთ, სხვადასხვა ხარვეზებზე ადგილობრივი დამკვირვებლები ლაპარაკობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციამ მხოლოდ არჩევნების დღეს 147 საჩივარი წარუდგინა საუბნო საარჩევნო კომისიებს..

გამარჯვებული ოპოზიცია ზეიმს გამარჯვების გამო არ აპირებს, პირიქით, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ხალხს 26 მაისს პროტესტის ნიშნად სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს. ”ამერიკის ხმა” აღნიშნულ საკითხებზე ”საქართველო ნატოში” ხელმძღვანელს შალვა ფიჩხაძეს გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ წერილობით მიმართა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას რომ თუნდაც ერთი ადამიანი განელაგებინა საარჩევნო უბნებზე, ასევე წერილობით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ეუთოს სადამკვირვებლო მისისს ხელმძღვანელობისგან მიიღო უარი. – ”ამის შემდეგ რას წერს ეუთოს სადამკვირვებლო მისია, მე არ მაინტერესებს. რაც არ უნდა დაწერონ, ეს არ ასახავს არსებულ რეალობას”. –”ეს არ იყო არჩევნები ეს იყო სპეცოპერაცია ხელისუფლების მიერ ჩატარებული. საქართველოს ხალხს აქვს იმის უფლება , დაიმსახუროს საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”.

XS
SM
MD
LG