ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ბენზინზე ფასები გაიზარდა


პრეზიდენტ ბუშის განცხადებით საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდა შეერთებულ შტატებში ბენზინზე ფასების დაწევას ვერ გამოიწვევს.

ეგვიპტეში ვიზიტით მყოფმა ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება გამოთქვა საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდის გამო, რომელიც ყოველდღიურად 300 000 ბარელით მოიმატებს. მიუხედავად ამისა საუდის არაბეთი მხოლოდ 3%-ით ზრდის ნავთობის მოპოვებას.

საუდის არაბეთის მეფესთან აბდულასთან გამართული მოლაპარაკების დროს პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა რომ ნახშირწყალბადებზე გაზრდილი ფასები საუდელთა მთავარი სავაჭრო პარტნიორების ინტერესებს აზიანებს.

XS
SM
MD
LG