ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინო ბურჯანაძე  ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა


შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე.

გუშინ იგი მოხსენებით წარსდგა ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუში შეკრებილი აუდიოტორიის წინაშე. ქალბატონი ნინოს მოხსენების მთავარი თემა იყო ურთიერთობა რუსეთთან და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, აქვე მადლიერებით მოიხსენია ის მხარდაჭერა რომელიც საქართველოს აქვს აშშ-ს ხელისუფლების ყველა შტოდან. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი ამ მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას, იმის დასამტკიცებლად რომ საქართველო ამ რთულ სიტუაციაში მარტოდ არ არის.

ქალბატონმა ნინომ კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი ქართული საზოგადოების მხირდან გამოჩენილ მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების მხრივ. ამასთან, ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად და რომ სამოქმედო გეგმის მიღებას საქართველო დეკემბერში ელის.

წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა ამ პროცესს რუსეთის ზეწოლის შედეგად აღიქვამს. საუბარი და შემდგომი დისკუსია შეეხო რუსეთის მოქმედებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

ქალბატონ ნინოს არ დაუმალავს, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით საქართველოს პროვოცირებას ცდილობს ომში ჩართვის მიზნით, რათა დასავლეთმა დაინახოს, რომ საქართველო არათუ მზად არ არის ნატოში წევრობისთვის, არამედ იგი საომარ კონფლიქტშია ჩართული.

საქართველო დღემდე შეშფოთებულია რუსეთს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგების ფაქტით. რუსეთის აგრესია გრძელდება ალა უკვე დე ფაქტო ანექსიის მიზნით. აცხადებს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. რა უდა ქნას ამ დროს საერთაშორისო საზოგადოებამ? დადუმდეს ისე, როგორც ეს მოხდა 1921 წელს საქართველოს ანექსიის დროს თუ 100 წლის შემდეგ მაინც დადგეს თავის სიმაღლეზე და დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა? წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ახალ ცივ ომს, და ახალ საბჭოთა კავშირს მიიღებს, პრობლემას, რომელიც მარტო საქართველოთი არ შემოიგარგლება, არამედ მთელს მსოფლიოს შეუქმნის საფრთხეს.

საქართველოს ნამდვილად სურს დემოკრატიული, ერთიანი და განვიატერბული რუსეთის არსებობა. მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა. პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტს, ბატონ კარლოს პასკუალს.

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იქ დემოკრატიული პროცესების განვითარებას და საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. ასევე დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას და ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერებას. ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოხსენება. ამერიკა მხოლოდ მოხარული იქნება თუ საქათველო ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ აღმოცენდება მის წინაშე მედგარი პრობლემების დაძლევის შემდეგ.

შეგახსენებთ რომ ეს იყო ამერიკის ხმის სეჟეტი გუშინ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პრეზენტაციის შესახებ ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის საკველვ ინსტიტუტში.

XS
SM
MD
LG