ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდგომარეობა საქართველოში  მართლაც დაძაბულია და ეს რუსეთის ბრალია


თეთრი სახლი კრემლს მოუწოდებს სიტუაცია განმუხტოს საქართველოში. თეთრი სახლის პრეს მდივნის დანა პერინოს განცხადებით, მდგომარეობა მართლაც დაძაბულია და ეს რუსეთის ბრალია. “რუსეთის მთავრობა პროვოკაციულ ზომებს იღებს საქართველოსთან მიმართებაში.”

პერინოს განცხადებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო საქართველოს საჰაერო სივრციდან. აქვე ქალბატონმა პერინომ აღნიშნა რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდა და კრემლის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან თანამშრომლობის დაწყება.

“კრემლის ამ ნაბიჯებმა ძალიან გაზარდა დაძაბულობა რეგიონში. კრემლის მოქმედება ამასთან ეწინააღმდეგება გაეროს მეგობარი ქვეყნის სტატუსს აფხაზეთში მდგომარეობის დარეგულირების მიზნით.”

თეთრი სახლის წარმომადგენელი აკეთებს გაფრთხილებას, რომ ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

ამ ფონზე, რუსულ მედიაში გამოჩნდა აფხაზ სეპარატისტთა წარმომადგენლის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა ითავოს უშიშროების დაცვა აფხაზეთში.

თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან რათა პოლიტიკური გზებით მოინახოს სიტუაციის დარეგულირების საშუალება. ამერიკის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს მოსკოვს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აღსანიშნავია, რომ პრეზ ბუში ამ თემაზე ჯერჯერობით არ დალაპარაკებია არცერთი ქვეყნის ლიდერს.

XS
SM
MD
LG