ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ახალი ლიდერი ჰყავს


რუსეთის ახალი ლიდერი რეფორმების შესახებ საუბრობს. გასულ თებერვალს, მანამ სანამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, დიმიტრი მედვედევმა რამდენიმე სახალხო განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ თავისუფლების ყველა ფორმის ქონა, იქნება ეს პირადი, ეკონომიკური თუ სიტყვის, სჯობია არქონას. მან აგრეთვე რუსეთის უძლეველ სენთან კორუფციასთან ბრძოლის პირობაც დადო:

“ძალზე მნიშვნელოვანია იმის მიხვედრა, რომ სამართალი არსებობს. თავისუფლების უფლება და კორუფციასთან ბრძოლაში დადებითი მიღწევების არსებობა, ხალხისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მედიის თავისუფლება უნდა დავიცვათ. მედია კი მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებულ რგოლს წარმოადგენს”. განაცხადა მედვედევმა.

“იგი თომას ჯეფერსონივით საუბრობს. იგი აცხადებს, რომ თავისუფლება მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. ეს კი საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ ბოლო რვა წლის განმავლობაში გვესმოდა. ჩემის აზრით თუ მედვედევი ამას სერიოზულად ამბობს, მას მართლა ბევრის შეცვლა მოუწევს”. ამბობს მოსკოვში მდებარე შეერთებული შტატებისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიქტორ კრემენიუკი.

მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს ინფრასტრუქტურისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმა ესაჭიროება. თუმცა მოსკოველი დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ალექსანდრ კონოვალოვი აღნიშნავს ერთ პარადოქსს. ბატონი მედვედევი სწორედ იმ ბიუროკრატიული აპარატის ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრების პირობას სდებს, რომელიც არა მხოლოდ რეფორმებს ეწინააღმდეგება, არამედ რომელმაც თავად მედვედევი მიიყვანა ქვეყნის სათავეში:

“იგი კარგად უწყის იმას თუ რა საეჭვო პირობებში ჩატარდა ბოლო საპარლამენტო არჩევნები. რა საეჭვო პირობებში ჩატარდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. არა მგონია, რომ მედვედევმა იმ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა სცადოს, რომელმაც მას ძალაუფლება მიანიჭა. არა მგონია, რომ მედვედევმა ასეთი სახის პოლიტიკურ თვითმკვლელობა ჩაიდინოს”. ამბობს კონოვალოვი.

იგი აღნიშნავს, რომ საოცარია, მაგრამ რუსეთის პრესა უკვე თითქმის თავისუფალია ცენზურისგან, მაგრამ ტელევიზია კი კრემლის სრულ კონტროლს ექვემდებარება:

“ხალხი ძირითადად ყველაფერს ტელევისიის საშუალებით აღიქვავს და ხელისუფლება თვლის, რომ სწორედ ტელევიზია უნდა კონტროლდებოდეს”. ამბობს კონოვალოვი.

რუსეთის ოპოზიციას ხელი არ მიუწვდება ტელევიზიაზე. რუსეთის ერთ-ერთი რადიოშოუს წამყვანი ევგენია ალბატსი ამბობს, რომ ძალზე ძნელია იმის წინასწარ გამოთვლა შეასრულებს თუ არა მედვედევი დანაპირებს.

“რთულია იმის გამოთვლა, გვეყოლება თუ არა ნამდვილი ახალი პრეზიდენტი თუ მარიონეტი და შინარჩუნებს თუ არა პრემიერ-მინისტრი პუტინი ძველ ძალაუფლებას. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მიჭირს” ამბობს ევგენია.

XS
SM
MD
LG