ერაყში, ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ბაღდადის სადრის რაიონში, ერაყელმა და ამერიკელმა ძალებმა პარასკევის შემდეგ 14 მეამბოხის განეიტრალება შესძლეს. სამხედროების განცხადებით, მოთარეშეების განადგურება სახმელეთო, ისევე როგორც საჰაერო დარტყმების შედეგად მოხდა.
დაზიანდა სადრის რაიონში განლაგებული საავადმყოფოს შენობაც. დაშავდა საჰაერო დარტყმისას დაშავდა საავადმყოფოში მოთავსებული 25 ადამიანი, დაიმსხვრა შენობის შუშები და აფეთქდა საავადმყოფოს კუთვნილი სასწრაფო დახმარების მანქანები.
საინფორმაციო სააგენტო ასოშეითედ პრესი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საავადმყოფოს რაიონში შიიტი მოთარეშეები აქტიურობენ.