ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ჩავიდა


აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ისრაელში იმყოფება, სადაც იგი მოლაპარაკებებს მართავს წლის ბოლომდე ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

ქალბატონი რაისი დღეს იერუსალიმში შეხვდება ისრაელის პრემიერ მინისტრს ეჰუდ ოლმერტს. შემდეგ იგი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქ რალამას მიაშურებს, სადაც ხვალ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბას შეხვდება.

კონდოლიზა რაისი მხარეებს მოუწოდებს საერთო ენა გამონახონ მანამ სანამ აშშ პრეზიდენტი რეგიონს მოინახულებს მაისის ბოლოს.

კონდოლიზა რაისის ჩასვლამდე, მაჰმუდ აბასის მთავრობამ ისრაელის ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ ასობით პოლიციელი განალაგა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჯენინში.

XS
SM
MD
LG