ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ წარმომადგენელთა პალატა გმობს რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ


ამერიკელი კონგრესმენი რობერტ უექსლერი ფლორიდიდან, წარმომადგენელთა პალატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჰოვარდ ბერმანი, პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ალსი ჰასტინგსი, და პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყველაზე თვალსაჩინო დემოკრატი როს ლეტინენი ახალ რეზოლუციაში გმობენ რუსეთის მთავრობის მოქმედებას რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ რეზოლუციაში ხაზი ესმევა რუსეთის შემაშფოთებელ პოლიტიკას, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გატარებულ სამშვიდობო ძალისხმევაზე. აშშ წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია გმობს რუსეთის მოქმედებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოუწოდებს პრეზიდენტ პუტინს საქართველოს სუვერენიტეტის დამხობის წინააღმდეგ მიმართული ზომები შეწყვიტოს. რეზოლუციაში მოწონებით არის მოხსენიებული საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები. ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის მთავრობას მოუწოდებენ საქართველოს ფარგლებში არსებული ორი კონფლიქტური რეგიონის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის იღვაწოს. რეზოლუციის ავტორები, ამასთან გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებენ 20 აპრილს, ქართული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტის გამოძიება დაიწყოს.
XS
SM
MD
LG