ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით ბაქრაძე რუსეთის ნაბიჯს სამხედრო აგრესიას უწოდებს


ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად პრეზიდენტის რწმუნებული დავით ბაქრაძე რუსეთის გეგმას- დამატებითი სამშვიდობო შენაერთები გაგზავნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში- სამხედრო აგრესიად აღიქვამს. ეს კომენტარი ბატონმა ბაქრაძემ დღეს ბრიუსელში გააკეთა. გუშინ, შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დამატებითი სამშვიდობო ჯარების გაგზავნის გეგმა, რასაც კრემლი თბილისის მიერ სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ ატარებს. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დღეს განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რომ რუსეთის გეგმა დაძაბულობას ზრდის. საქართველოს ოფიციალურმა მხარემ ომის დაწყების გეგმები ცალსახად უარყო. მიმდინარე კვირის ორშაბათს, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე. მიზეზი სწორედ რუსეთის მიერ სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდა გახდა.
XS
SM
MD
LG