ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარაგვაიში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა


ზიმბაბვეში, კენიასა და სომხეთში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, 20 აპრილს პარაგვაიში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. ამ არჩევნების წყალობით დასრულდა სამოცდაერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ერთი პარტიის მიერ მართვის ეპოქა. ეს კი დემოკრატიული პროცესის განვითარებას მოასწავებს და სხვა ქვეყნებისთვისაც კარგ მაგალითს წარმოადგენს.

არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, პარაგვაის ამომრჩევლების ორმა მესამედმა, ანუ ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატიებისთვისაც კი მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

საერთაშორისო დამკვირვებელთა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების სასიშროების მიუხედავად, ხმების მიცემის პროცესმა საკმაოდ უმტკივნეულოდ და ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ასევე არც ერთ უცხოეთის ქვეყანას არ უცდია პარაგვაის დისტაბილიზაცია, რითაც ამომრჩეველს აშინებდა მმართველი პარტია იმ შემთხვევაში თუ მისი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებდა.

არჩევნებში გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ყოფილმა კათოლიკე ეპისკოპოსმა ფერნანდო ლუგომ, რომელმაც ეპისკოპოსის პატივი ქვეყანაში რეფორმების გატარების სურვილის გამო აიყარა. ლუგომ დამაჯერებლად დაამარცხა მმართველი “კოლორადოს” პარტიის კანდიდატი, ყოფილი განათლების მინისტრი ბლანკა ოლევარი, რომელსაც მხარს პარაგვაის წარმავალი პრეზიდენტი ნიკანორ დუარტე ერუტოსი უჭერდა. თავად ერუტოსს ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს საკუთარი კანდიდატურის ხელახლა წარდგენას. არჩევნებმა გამოავლინა ის, რომ პარაგვაის მოსხლეობას ძალზე სწადია ცვლილებები.

დამარცხებული “კოლორადოს” პარტია ქვეყნის ყოფილი დიქტატორის ალფრედო სტრესნერის დასაყრდენს წარმოადგენდა. პარტიას ხშირად ბრალს სდებდნენ კორუფციაში, ეკონომიკის განვითარების შეჩერებაში და პროტექციონიზმში.

შეერთებულმა შტატებმა მყისვემიულოცა პარაგვაის ხალხს და დემოკრატიული პროცესის მიმართ თავდადება შეუქო. ამერიკამ ბატონი ლუგოს მთავრობასთან მჭიდრო და პროდუქტიული ურთიერთობის დამყარების პირობაც დადო.

პარაგვაის პრეზიდენტად ლუგოს არჩევა, ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ მიმავალი გზის კიდევ ერთი მონაკვეთის გადალახვას წარმოადგენს. ეს პროცესი თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების ცატარებას უხსნის გზას. იმედია, რომ კუბაც არ დააყოვნებს ასეთი პროცესის დაწყებას.

XS
SM
MD
LG