ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ერაყელ ლტოლვილებს ეხმარება


გაეროს იძულებით გადაადგილებულთა სააგენტოს ინფორმაციით, ორ მილიონ შვიდასი ათასზე მეტი ერაყელი იძულებით არის ადგილნაცვალი. აქედან მილიონ ხუთას ათასზე მეტი, 2006 წლის შემდეგ. იმისათვის, რათა ერაყის მოსახლეობას ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს, აშშ მთავრობამ გაზარდა ლტოლვილებისა და იძულებით ადგილნაცვალი ადამიანებისთვის გამიზნული ჰუმანიტარული დახმარება. 2006წელს 43 მილიონი დოლარიდან, ახლა ეს დახმარება 208 მილიონ დოლარს შეადგენს. 2003 წლის შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამერიკა ყველაზე მეტ ფინანსებს აწვდის ერაყსა და ერაყს ფარგლებს გარეთ მყოფ ლტოლვილებსა და იძულებით ადგილნაცვალ ადამიანებს. აქ შედის განათლება და ჯანდავის უზრუნველყოფა, ისევე როგორც ერაყელი მოსახლეობის დაცვა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ამას გარდა, ამერიკამ ფინანსები უზრუნველყო ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენელის,, გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მუშაობისათვის. ამერიკამ, ამას გარდა მოითხოვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერა და წინადადებები ერაყელი ლტოლვილების დასახმარებლად. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამები მხარს უჭერს ასობით ათასი იძულებით ადგილნაცვალი ადამიანისა და სხვა რისკის ზღვარზე მყოფი ადამიანების კეთილდღეობას. ეს არის პირველადი მოხმარების საგნების, სურსათის, წყლის, ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სისტემების, საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის საჭირო, ისევე როგორც მობილური სამედიცინო ჯგუფების უზრუნველყოფას. 2007 წლის თებერვლის შემდეგ, განსაკუთრებით გაფართოვდა ლტოლვილთა დაშვების ამერიკული პროგრამა, განსაკუთრებით კი ერაყელი ლტოლვილებისათვის იორდანიაში, ეგვიპტეში, სირიასა და თურქეთში და მალე ეს პროგრამა ლიბანში დაიწყება. 2007 წელს, 1600 მეტი ლტოლვილი ჩამიოვიდა ამერიკაში მუდმივად საცხოვრებლად. ამერიკა გეგმავს 12000 ერაყელი დაუშცას ქვეყანაში 2008 წელს. ერაყელი ლტოლვილების საკითხებში ელჩი ჯეიმს ფოლეი აცხადებს, რომ ამ კონტექსტში ერაყმაც უნდა გააკეთოს თავისი საქმე. ერაყის მთავრობამ, მისი განცხადებით, გაზარდა რესურსების რაოდენობა, რომლებიც საჭიროა ერაყელების მოთხოვნებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს გულისხმობს დახმარებას ქვეყნიდან გაქცეული მოსახლეობისათვის, რომლებიც დღესდღეობით მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG