ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური ჩირაღდანი ბუენოს აირესში ჩაივლის


დღეს, ბუენოს აირესში ათასობით პოლიციელია მობილიზებული ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის დროს მოსალოდნელი არეულობის გასანეიტრალებლად. ხელისუფლების განცხადებით, მობილიზებულია 1500 საზღვაო პოლიციელი, 1200 სამოქალაქო პოლიციელი და 300მდე მუშა. ხელისუფლების სურვილია აღარ განმეორდეს ლონდონში, პარიზსა და სან ფრანცისკოში მომხდარი არეულობა. ოლიმპიური ჩირაღდანი ბუენოს აირესში გუშინ ჩაიტანეს სან ფრანცისკოდან და მას შემდეგ იგი გასაიდუმლოებულ ადგილას ინახება. არგენტინელი ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ჩირაღდანს ცერემონიის გახსნისას გადაიტანს. ამ ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი პეკინს ატყობინებს, რომ სავარაუდოდ იგი არ დაესწრება აგვისტოში დაგეგიმლ ოლიმპიური თანაშების გახსნის ცერემონიას. ბან კი მუნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიაწოდა ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG