ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ-მინისტრი შიიტური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედების პირობას დებს


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ შიიტური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედების პირობა დადო. დღეს ბაღდადში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ალ-მალიკიმ აღნიშნა, რომ მომავალი სამხედრო ოპერაციები ბაღდადსა და მთელი ერაყის ტერიტორიაზე განხორციელდება და დაამატა, რომ ქვეყნის მთავრობა კანონის დამრღვევებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

ცოტა ხნის წინ რადიკალურად განწყობილი შიიტი სასულიერო პირის მოქდათა ალ-სადრის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ფორმირების წევრებსა და ერაყის უშისროების ძალებს შორის ქალაქ ბასრაში მომხდარ შეტაკებებში ოთხასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დღეს სადრმა ამერიკული ოპუპაციის გასაპროტესტებელი მასობრივი გამოსვლისკენ მოუწოდა. გამოსვლის მოწყობა 9 აპრილს, ბაღდადის დაცემიდან ხუთი წლის თავზეა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG