ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი სეულს სხვადასხვა სამხედრო კონტრზომებით ემუქრება


სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ფხენიანი სეულს სხვადასხვა სამხედრო კონტრზომებით ემუქრება.

ასეთი საფრთხისა და მუქარის შესახებ დღეს ჩრდილოეთ კორეის იონაპის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღეა რაც ფხენიანმა ზეპირსიტყვიერი იერიში მიიტანა სამხრეთ კორეაზე, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეის მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის არმია იერიშს მიიტანდა ჩრდილოეთ მეზობელზე, თუკი ეს უკანასკნელი სეულზე ბირთვული იარაღით განახორციელებდა შეტევას.

ჩრდილოეთ კორეა ბრალს სდებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მიუნგ ბაკს ორ კორეას შორის ურთიერთOბების გაუარესებაში.

ამ ფონზე, ამერიკელი სამხედრო სარდალი კორეაში გენერალი ბურველ ბელლილ აცხადებს, რომ ფხენიანი კარგად უნდა დაფიქრდეს სანამ სამხრეთს შეუტევს.

XS
SM
MD
LG