ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ საქართველოსა და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა გადასცეს


აშშ პრეზიდენტი, რომელიც რუმინეთის დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს ესწრება აცხადებს, რომ რუმინელმა ხალხმა დიქტატორულ რეჟიმს თავი დააღწია და ახლა ნატოს სრულუფლებიანი წევრი და თავისუფალი ქვეყანაა.

პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, უკრაინა და საქართველო ასეთივე შანსს იმსახურებს.

ამერიკის პოზიცია გარკვეულია. ნატომ საქართველოსა და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა გადასცეს. ამავე დროს ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, მათთვის ვინც მზად არის ნატოს წევრობით სრული პასუხისმგებლობა იკისროს.

რუმინელი ხალხის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ამ სახელმწიფოების გაწევრიანება ნატოში, და მათთვის ამ შესაძლებლობის მიცემა სიგნალს გაუგზავნის უკრაინასა და საქართველოს იმისა, რომ ეს ქვეყნები ბოლომდე დარჩნენ სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნებად.

როგორც ცნობილია გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებიან ორი ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას. ყველაზე მეტად კი ამას რუსეთი ეწინაამდეგება. ამეირკის პრეზიდენტს პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია რუსეთის მისამართით ნატოს გაფართოების წინააღმდეგ, თუმცა ამერიკელმა ლიდერმა ილაპარაკა რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე ევროპაში. ჯორჯ ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხს იგი კვირას სოჭში შეხვედრისას განიხილავს პრეზიდენტ პუტინთან.

ბუშის თქმით, თავდაცვის სისტემა აუცილებელია ირანიდან მომავალი საფრთხის ასაცილებლად. მისი განცხადებით, ეს სისტემა არ ემსახურება ცივი ომის დროინდელი დაძაბულობის განახლებას.

და ბოლოს, ბუქარესტში ნატოს სამიტის მონაწილეების შეკრებისდა პარალელურად, ამეირკელი ლიდერი გამოდის ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაფართოების მოწოდებით. მისი განცხადებით, ნატომ უნდა შეინარჩუნოს დაკისრებული პასუხისმგებლობა და დაასრულოს დაწყებული ბრძოლა.

XS
SM
MD
LG