ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმან რაითს ვოჩი: კოსოვოში არაადექვატური სასამართლო სისტემაა


ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩი” აცხადებს, რომ კოსოვოს სისხლის სამართლის სისტემა მოშლილია და სასწრაფო ჩარევას საჭიროებს. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ორგანიზაცხია კოსოვოს ლიდერებს მოუწოდებს ევროკავშირთან ითანამშრომლონ სისხლის სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესების და კანონის უზენაესობის ჩამოყალიბების მიზნით. ანგარიში მოსდევს 2006 წელს გაკეთებულ სასამართლო სისტემის შეფასებას და მასში აღნიშნულია, რომ კოსოვოში არანაირი პროგრესი არ არსებობს ამ მიმართულებით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დონორებმა მილიონობით დოლარი ჩადეს საქმეების წარმოების ელექტრონული სისტემის განვითარებისთვის, ასეთი რამ ჯერ არც კი გამოიყენება. ჰუმან რაითს ვოჩი, ამას გარდა აღნიშნავს, რომ პოლიცია გამოძიების მხარესთან არ თანამშრომლობს და რომ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ძალოვან სტრუქტურებს არასაკმარისი საზედამხედველო ფუნქციები აკისრია.
XS
SM
MD
LG