ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი არ დაესწრება არაბული ქვეყნების სამიტს


ეგვიპტის განცხადებით, პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი არ დაესწრება არაბული ქვეყნების სამიტს , რომელიც მომავალ კვირას სირიის დედაქალაქ დამასკოში დაიწყება.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმად აბულ ღეითი ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს უცხადებს, რომ ეგვიპტის დელეგაციას ნაცვლად პრეზიდენტისა ერთერთი მინისტრი უხელმძღვანელებს.

ორ დღიანი უმაღლესი დონის შეხვედრა მომავალ შაბათს დაიწყება და მას არაბული ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან.

ეგვიპტის გადაწყვეტილება მოჰყვება ლიბანის განცხადებას, რომ სამიტს ბოიკოტს გამოუცხადებს. ერთერთი მიზეზი, ბეირუთის განცხადებით, იყო ის ფაქტი რომ პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევას აგვიანებს.

კვირის დასაწყისში, საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ მეფე აბდულა ასევე არ დაესწრებოდა უმაღლესი დონის შეხვედრას დამასკოში, რამეთუ რიადსა და დამასკოს შორის გაუგებრობას აქვს ადგილი ლიბანში მიმდინარე კრიზისის ირგვლივ.

XS
SM
MD
LG