დღეს ბაღდადსა და მოსულში ერაყელმა პარტიზანებმა 18 ადამიანი გამოასალმეს სიცოხლეს. მოსულში კამიკაძემ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი ერაყის არმიის სამხედრო ბაზის ჭიშკარს შეაჯახა. ამ ტერაქტის შედეგად 11 ჯარისკაცი დაიღუპა და 40 დაიჭრა. ბაღდადში კი მოთარეშეებმა რომლებიც სამი ავტომობილით მოძრაობდნენ ერთ-ერთ უბანში ცეცხლი გაუხსნეს ფეხით მოსიარულეებს. 6 ადამიანი მოკლეს და 16 დაჭრეს. დღესვე ბაღდადის უსაფრთხოების მწვანე ზონა ორჯერ დაბომბეს ნაღმტყორცნებით. ამერიკელმა სამხედროებმა კი დიუალას პროვინციაში განხორციელებული რეიდის დროს 12 პარტიზანი გამოასალმეს სიცოცხლეს.