ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში  მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა


19 იანვარს, ვაშინგტონში მდებარე ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა წარმოთქვა.

დარბაზში შეკრებილ მრავალრიცხოვან საზოგადოებას შორის იყვნენ ამერიკის საჯარო და კერძო სექტორის, მასმედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები. პრეზიდენტს თან ახლდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითაერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალური პროკურორი, გაეროში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა ანტალტიკური საბოჭს ხელმძღვანელმა ბატონმა ფრედ კემპიმ, რომელმაც ზოგადად მიმოიხილა საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილს ადმინისტრაციის მოღვაწეობა 2003 წლის შემდეგ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა იანვარში კიდევ ერთი ვადით დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის პრეზიდენტად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უფრო ადრე შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა უმაღლეს დონეზე თეთრ სახლში. ამერიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას სავარაუდოდ ბევრად უფრო დეტალურად იყო განხილული ისეთი საკითხები როგორიცაა კონფლიქტები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში და ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოპოვების ალბათობა. მიუხედავად ატლანტიკურ საბჭოში წაკითხული მოხსენებებისა და გამომსვლელთა ნაჩქარევი ტემპისა, გუშინ მაინც გაკეთდა ხმამაღალი განცხადებები უმნიშვნელოვანეს საკითხებზე-1 ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში და 2-საქართველო სტრატეტგიული მნიშვნელობის ქვეყანაა და ქართველ ხალხს თავად სურს არჩევანის გაკეთება რუსეთის მუქარის მიუხედავად.

“ეს არის დემოკრატიული პროცესები. დემოკრატიული განვითარება ყველგან უნდა იყოს შესაძლებელი. ის რომ ქვეყანამ ამდენად წინ წაიწია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და იმიტომ რომ საქართველომ 100 პროცენტიანი ემბარგოს შემდეგ შესძლო თავი დაეღწია რთული მდგომარეობიდან, უკვე ჩვენი წარმატებაა.” ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი.

“ამ ეტაპზე, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარეობს ძლიან დაძაბული ბროძლა და დაპირისპირება ნატოში წევრი ქვეყების მხრიდან საქართველოს საკითხის და შემდგომი სტატუსის გარკვევის ირგვლივ. საქართველო სულაც არ არის მზდ ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ნატოს მიერ გადმოცემული სამოქმედო გეგმა, რომელსაც რამდენიმე წევრი ქვეყანა უჭერს მხარს, ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვენლოვანი და მართლაც რომ კარგი გაგრძლელებაა ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მიმართულებით.”

კომენტარი ვთხოვეთ აშშ ელჩს საქართველოში ბატონ ჯონ ტეფტს, რომელიც გუშინ დამსწრეთა შორის იყო.

“საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში კიდევ ერთხელ აჩვენებს ამერიკის მჭიდრო კავშირს საქართველოსთან, ისევე როგორც პრეზიდენტ ბუშის ახლო მეგობრულ ურთიერთობას პრეზ. სააკაშვილთან. მგონი რომ ვიზიტი კარგად ვითარდება, უკვე იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები თეთრ სახლში. ამას გარდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ხუთშაბათს ხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და თავდაცვის მინისტრს რობერტ გეითს.”

პრეზ. სააკაშვილის მოხსენების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიისა და ევროპის საკითხების მდივნის თანაშემწის ასისტენტს ბატონ მეთიუ ბრაიზას. კითხვა ასეთი იყო--როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები, რაც საბოლოოდ ნდობას გაზრდის საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩეული პარლამენტის მიმართ?

“ამის შეთანხმება დღეს უკვე ხდება მეტ ნაკლები წარმატებით სქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. მე დაკვირვებული ვარ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მაშინ როცა ოპოზიცია ცვლილების შესახებ წინადადებებს აყალიბებს საარჩევნო პროცესში თუ კოდექსში განხორციელების შესახებ, მთავრობა ამას მეტ ნაკლებად ეთანხმება. მთავარია, რომ ისინი შეთანხმდნენ მაჟორიტარული სისტემის შესახებ, ამასთან, რათქმა უნდა ყოველთვის არის საჭიროება საარჩევნო სიების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტების ირგვლივ, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ის , რომ ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყოს, ორგანიზება მოუხდინოს თავის თავს, წამოაყენოს თავისი მიზნები და პროექტები ამორჩევლის წინაშე. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად განვსაზღვროთ ამ პროცესის მიუკერძოებლობა.”

მეორე კითხვა ბატონ მეთიუ ბრაიზასთან: რისი გაკეთება შეიძლება ბუქარესტის სამიტამდე აპრილში, რისი იმედი შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე?

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს საარჩევნო კოდექსში ზომიერი ცვლილებების შეტანა, ასევე უნდა განვითარდეს სასამართლო რეფორმა. აღვნიშნავ იმას, რომ მთავრობა საკმაოდ ზომიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება კონფლიქტურ რეგიონებში გაჩენილ პროვოკაციებს. ისე რომ სწორი სტრატეგია და ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა ბევრს განაპირობებს ბუქარესტამდე და მას შემდეგ.”

და ბოლოს, ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტის შესახებ კომენტარს აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე:

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამერიკის ხმის სიუჟეტი 19 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ატლანტიკურ საბჭოში გაკეთებული მოხსენებიდან.

XS
SM
MD
LG