ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ავღანეთს სტუმრობს


დღეს ქაბულში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდა.

დიკ ჩეინის განცხადებით შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს ავღანეთის უშიშროების უზრუნველსაყოფად სერიოზული ძალების გამოყენება დაჭირდებათ. ეს შეხვედრა პრეზიდენტ ბუშის ინიციატივით გაიმართა ნატოს სამიტის წინ, რომელიც მომავალი თვის დასაწყისში გაიმართება.

დიკ ჩეინი ავღანეთში მომსახურე ამერიკელ ჯარისკაცებსაც შეხვდება. შეერთებული შტატები, ნატო და ავღანეთი დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებენ თალიბებთან ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში.

ამ კვირას შეერთებულმა შტატებმა ყანდაარის პროვინციაში კიდე 7 თვით გაუგრძელა სამსახურის ვადა ამერიკელ საზღვაო ქვეითთა 3200 კაციან დაჯგუფებას. ამერიკელი ჯარისკაცები ყანდაარში მას შემდეგ გააგზავნეს რაც კანადა თავისი ჯარების გაყვანით დაიმუქრა, თუ ნატო დამატებით ათას კაციან სამხედრო კონტინგენტს არ განათავსებდა ამ რაიონში.

XS
SM
MD
LG