ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთი, ხორვატია და უნგრეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს


ბულგარეთის, უნგრეთის და ხორვატიის ხელისუფლების განცხადებით, მათი მთავრობები კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერენ. სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ასეთი ინფორმაცია დღეს, ერთობლივ განცხადებაში გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება მათ საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გამოიტანეს. გუშინ, კანადისა და იაპონიის ხელისუფლებამ ასევე აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რამაც სერბეთი აიძულა ორივე ქვეყნიდან ელჩები გაეწვია. გუშინვე, ნატოს შემადგენლობაში არსებულმა საფრანგეთის ჯარებმა კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში ხელყუმბარებით დაშალეს სერბების მანიფესტაცია. მიტროვიცაში ძალადობა ორშაბათს დაიწყო, როცა გაეროს პოლიციამ და ნატოს მშვიდობისმყოფელებმა სერბები განდევნეს გაეროს სასამართლოს შენობიდან. არეულობისას დაიღუპა გაეროს სამშვიდობო შემადგენლობაში მებრძოლი ერთი უკრაინელი სამშვიდობო ჯარისკაცი, 100ზე მეტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG