ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტასკის ვიზიტი ვაშინგტონში


დღეს ვაშინგტონში მყოფი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტასკი პრეზიდენტ ბუშთან ერთად რაკეტსაწინარო თავდაცვის სისტემის პოლონეთში განთავსების საკითხს განიხილავს. ვარშავამ მზადყოფნა განაცხადა ქვეყანაში ათი რაკეტსაწინაღო რაკეთის განლაგებაზე. მაგრამ სანაცვლოდ, პოლონეთის არმიის მოდერნიზებაში ამერიკის დახმარება სწადია.

პოლონეთის მხარემ მოკლე და საშუალო რადიუსის მქონე რაკეტები და ამერიკელებისგან ჩვიდმეტ პუნქტში დახმარება მოითხოვა. პოლონეთი აცხადებს, რომ არმიის მოდერნიზება აუცილებელია იმიტომ, რომ პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განშლის სემთხვევაში, მოსკოვი ამ სისტემის მიზანში ამოღებით დაიმუქრა. ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ტასკი და პრეზიდენტი ბუში ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციასაც განიხილავენ. მომავალ თვეს პოლონეთი ავღანეთში მყოფი სამხედრო კონტინგენტის ოთხას ჯარისკაცამდე გაზრდას და ვერტმფრენების გაგზავნას გეგმავს.

XS
SM
MD
LG