ირანში მოელიან, რომ მომავალი კვირისთვის დანიშნული არჩევნები პრეზიდენტ აჰმადინაჟადის ნდობის ვოტუმის რეფერენდუმიც გახდება. ირანის საგარეო შინაგან მინისტრმა განაცხადა, რომ 14 მარტის არჩევნებში ოთხი ათას ხუთასი კანდიდატი იყრის კენჭს.
წინასაარჩევნო პროცესის დროს ირანის მეურვეთა უზენაესმა საბჭომ ორი ათას ორასი, ძირითადად რეფორმატორი კანდიდატის დისკვალიფიკაცია მოახდინა. ცნობილმა დისიდენტმა სასულიერო პირმა დიდმა აიატოლამ ჰოსეინ ალი მონთაზერიმ განაცხადა, რომ ასეთი მასობრივი დისკვალიფიკაცია ირანის ხალხის თავისუფლების უფლებას ზღუდავს.
ირანელი რეფორმატორები ამბობენ, რომ ზოგი ადრე დისკვალიფიცირებული კანდიდატის აღდგენაც კი ვერ უწყობს ხელს მათ სრული ძალით მონაწილეობას საარჩევნო პროცესში.