ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ერაყში


თურქეთის სამხედრო ნაწილები იმდენ ხანს დარჩებიან ერაყში, რამდენიც საჭიროა იქ ქურთ მეამბოხეთა ბაზების მოსასპობად - აცხადებს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ვეჩდი გონული. ამის თაობაზე მან გაცხადება დღეს ანკარაში აშშ-ს თავდაცვის მდივან რობერტ გეითსთან შეხვედრის შედეგად გააკეთა.

გეითსი დღეს თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გულს და პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოგანს ხვდება. აშშ-ი თურქეთს მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ერაყში.

ერაყის მთავრობა ჩივის იმის თაობაზე, რომ ამ ოპერაციის სახით თურქეთი ფაქტობრივად არღვევს ერაყის სუვერენობას. ბაღდადი ანკარას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაიყვანოს მისი ჯარი ერაყის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG