ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ტოკიოს ჩავიდა


რაისს თან არ ახლავს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ქრისტოფერ ჰილი. როგორც სახ-დეპის რწმუნებულმა შონ მაკკრომაკმა განაცხადა ქალბატონმა რაისმა სთხოვა ბატონ ჰილს პეკინში დარჩენა რათა დასრულდეს მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხის ირგვლივ.

ქალბატონი რაისი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ძინტაოს შეხვდა. როგორც მაკკორმაკმა აღნიშნა შეხვედრას კონსტრუქციული ხასიათი ჰქონდა.

გამოიკვეთა ორივე მხარის სურვილი მოგვარდეს ფხენიანის ბირთვული პრობლემა. ვაშინგტონის განცხადების თანახმად ჩრდილოეთ კორეა დღესაც არ აკმაყოფილებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან, იაპონიასთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან დადებული ხელშეკრულების მოთხოვნებს იმით რომ მეორე მხარეს არ გადასცემს ყველა მისი ბირთვული ობიექტის სრულ სიას.

XS
SM
MD
LG