ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციის ძალებმა 30 თალიბი მოკლეს


ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს, კერძოდ კი საჰაერო დარტყმისას ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა 30 თალიბი მეამბოხე მოკლეს. ამავე განცხადების თანახმად არ დაღუპულა არცერთი ავღანელი ჯარისკაცი. უცნობია ამ ოპერაციის განხორციელებაში იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კოალიციის ძალები.ამის ფონზე ბრიტანეთის თავდაცის სამინისტრო აცხადებს რომ დღეს ჰელმანდის პროვინციაში აფეთქდა ბრიტანეთის საგუშაგო. დაიღუპა ერთი, და დაიჭრა ერთი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG