ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1929 წელს წმინდა ვალენტინეს დღეს მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ჩიკაგოს წარსულს აღვიძებს


ჩიკაგოშო ჩასულ ბევრ ტურისტს რესტორან ტომი განის გარაჟში ალკოჰოლის აკრძალვის დროინდელი ეპოქის ინტერიერი ხვდებათ.

გასული საუკუნის ოციან და ოცდაათიან წლებში შეერთებულ შტატებში კანონით იკრძალებოდა ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება. ჩიკაგოელი ალ კაპონეს მსგავსი განგსტერები კი ამით ხეირობდნენ და უზარმაზარ თანხებს შოულობდნენ ალკოჰოლით იატაკქვეშა კაფებისა და რესტორნების მომაგრაგების შედეგად. კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროებისა და ბაზრის მოპოვების გამო დაპირისპირებული ბანდები ერთმანეთს დაუნდობლად ანადგურებდნენ. ასეთი ანგარიშსწორების ყველაზე ცნობილი შემთხვევა ჩიკაგოში წმინდა ვალენტინეს დღეს მოხდა.

ჩიკაგოელი მწერალის ჯონ ბაინდერის წიგნი “ჩიკაგოს სამოსელი” იმ პერიოდის ქალაქის იატაკქვეშეთის ცხოვრებას ასახავს:

“მერსა და ქალაქის მესვეურებს შეიძლება არ სულაც ეპიტნავოთ ის ფაქტი, რომ “მშრალი კანონის” დროინდელი ჩიკაგო განქსტერების აქტივობასთანაა ასოცირებული, მაგრამ ისტორია ისტორიაა”. ამბობს ბატონი ბაინდერი.

ზოგჯერ იგი ტურებსაც კი ატარებს ჩიკაგოს განქსტერების აქტივობასთან დაკავშირებულ ადგილებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბევრი შენობა, მათ შორის ვალენტინეს დღის სისხლისღვრასთან დაკავშირებული გარაჟიც აღარ არსებობს:

“თავად ქალაქში მე ხალხს ის ადგილებში შემიძლია ვანახო, სადაც განქსტერების ცხოვრებასთან დაკავშირებული შენობები იდგა. თქვენ ცოტაოდენი წარმოდგენა შეგექმნებათ თუ სად და რა ხდებოდა მაშინ და თქვენი ცოდნა მხოლოდ წიგნებზე აღარ იქნება დაყრდნობილი.” ამბობს ავტორი.

ბაინდერი, რომელიც პარალელურად ილინოისის უნივერსიტეტში საფინანსო საქმიანობასაც ასწავლის ამბობს, რომ ორგანიზებული დანაშაულიც ბიზნესს წარმოადგენს და კრიმინალური დაჯგუფებების წევრები ბანდებში ფინანსური ანაზღაურების გულისთვის არიან გაერთიანებულები. მისი თქმით, ასეთი ტიპის დანაშაულის საწყისების უფრო კარგი ცოდნა

ჩიკაგოსა და სხვა ქალაქებშიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას შეუწყობს ხელს:

“ორგანიზებული დანაშაული საზოგადოების ავთვისებიან დაავადებას წარმოადგენს. ეს კიბო ჯერ კიდევ არსებობს ჩიკაგოში. ჩვენ უფრო კარგად რომ ვახერხებდეთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და პოლიტიკურ სისტემაზე მისი გავლენის შესუსტება შეგვეძლოს, ჩვენ უფრო კარგად უნდა გავიცნოთ ეს სამყარო”. ამბობს ჯონ რაინდერი.

კინოკომპანია “უორნერ ბრადერსმა’ 1930 წელს გადაიღო ფილმი “ჯოჯოხეთის კარიბჭე”, რომელიც “მშრალი კანონის” დროინდელ ჩიკაგოს ბანდების ცხოვრებას ასახავს. ამ და მსგავსი ფილმების მეშვეობით ჩიკაგოს განქსტერები ხალხის გონებაში მუდამ ცოცხლობენ.

XS
SM
MD
LG