ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მოსახლეობა ვერ იძენს საკვებს  მისი მაღალი ფასების გამო


გაეროს მსოფლიო კვების პროგრამის ხელმძღვანელი ჟოსეტ შირანი აცხადებს რომ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მოსახლეობა ვერ იძენს საკვებს მისი მაღალი ფასების გამო.

ჟოსეტ შირანიმ სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ არახელსაყრელი ამინდი, ცუდი მოსავალი, ნავთობის მაღალი ფასები და მცენარეული კულტურისგან დამზადებული ბიოსაწვავი საკვებზე ფასების მომატებას უწყობს ხელს, ამის გამო კი მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას ხელი არ მიუწვდემა საკვებზე.

ქალბატონმა შირანმა იქვე დასძინა რომ აუცილებელია გარკვეული ცვლილებების შეტანა საკვების სხვადასხვა ქვეყნებში დისტრიბუციის დროს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა ჩაერთონ ამ საჭირბოროტო პრობლემის გადაჭრაში.

XS
SM
MD
LG