ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იქნა დაშვებული


ყველაზე ბოლოს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ უკრაინის გაწევრიანების გადაწვეტილება მიიღო. მას შემდეგ რაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანო -რადა ორგანიზაციაში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიკაციას მოახდენს, უკრაინა ოფიციალურად გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ეს კი თავის მხრივ უკრანას, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს გაზრდის. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შეთანხმებას მიესალმა და ეს უკრაინის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოების ნაბიჯად მოიხსენია. მისი განცხადებით, უკრაინას ჭეშმარიტად სურს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებით, მსოფლიო სავაჭრო სისტემას დაუკავშირდეს. ამ შეთანხმებას მხარს უჭერენ უკრაინის პოლიტიკური პარტიები, შეთანხმება კი საბოლოოდ 4 ივლისისთვის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აშშ სახელმწიფო დეპარტმანეტის წარმომადგენელი შონ მაკორმაკი აცხადებს, რომ უკრაინის წევრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციში ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელლვანი ნაბიჯია და რომ ქვეყნის მონაწილეობა მსოფლიო ორგანიზაციაში კიდევ ერთი სტიუმულია მორიგი ეკოომიკური რეფორმებისა და მსოფლიო პროცესებში ინტეგრაციისათვის. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა სავარაუდოდ უკრაინაში საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლებასა და ინვესტიციების გაზრდას მოიტანს. უკრაინის გაწევრიანება ასევე შექმნის იმ მნიშვენლოვან სადისკუსიო ფორუმს სადაც სავაჭრო პარტნიორებთან, რუსეთის ჩათვლით, სხვადასხვა გაუგებრობიების გადაწყვეტა მოხდება. უკრაინა მხარს უჭერს რუსეთის წევრობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამან კი უნდა გადაწყვიტოს ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული გაუგებრობები, რომლებიც არსებობს ფოლადის, შაქრისა და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. უკრაინის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ასევე ადასტურებს ქვეყნის ერთგულებას ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული პროგრესის იდეებისადმი. აშშ გააგრძელებს უკრაინის ინტეგრაციის მხარდაჭერას მსოფლიო ორგანიზაციებში და ატლანტიკურ თანამეგობრობაში.
XS
SM
MD
LG