ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტულ ძალებს უპირისპირდება


ქვეყნისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტულ ძალებს უპირისპირდება. ეს ძალები თავისუფლებისკენ ხალხის მისწრაფების ჩახშობას ცდილობენ იმგვარ ქვეყნებში როგორებიცაა ერაყი, ლიბანი, პალესტინური ტერიტორიები, ავღანეთი და პაკისტანი.

პრეზიდენტ ბუშის განცხადებით ამგვარი ძალები ირანის დღევანდელი მმართველი რეჟიმის შემადგენელი ნაწილია:” ირანის ხელისუფლება წესიერ და ნიჭიერ ხალხს გასაქანს არ აძლევს. თეირანი ახლო აღმოსავლეთში თავისუფლებისკენ გადადგმული ნებისმიერ ნაბიჯის ჩახშობას ცდილობს. ირანი აფინანსებს და წვრთნის შიიტურ მილიციას ერაყში, ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტებს ეხმარება და ჰამასის მხარდამჭერად გამოდის რომელიც წმინდა მიწაზე სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ესწრაფვის.”

თეიარანი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე მუშაობს და ურანის გამდიდრების პროგრამას ანვითარებს რაც შესაძლოა ბირთვული იარაღის შექმნისთვის იქნას გამოყენებული. ირანელ ხალხს პრეზიდენტმა ბუშმა ამ სიტყვებით მიმართა:” ჩვენ თქვენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ტრადიცებსა და ისტორიას, ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს როდესაც თქვენ ნანატრ თავისუფლებას მიაღწევთ.”

პრეზიდენტმა ბუშმა ირანის ხელისუფლებას ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდა, რაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებითაც არის გათვალსიწინებული. ამასთან ერთად აუცილებელია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობაც. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით:” ირანმა უნდა გაარკვიოს თავისი დამოკიდებულება ბირთვული იარაღის პრობლემასთან, შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა საზღვარგარეთ და რეპრესიები ქვეყნის შიგნით.”

გარდა ამისა ირანმა არ უნდა დაივიწყოს რომ ამერიკა სასტიკად გაუსწორდება მათ ვინც ამერიკელ ჯარისკაცებს ემუქრება, არავის დააჩაგვრინებს თავის მოკავშირეებს და დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს სპარსეთის ყურეში.

XS
SM
MD
LG