ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკის ოც შტატში შიდაპარტიული პირველადი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


ამ დღეს ამერიკაში ტრადიციულად “სუპერ სამშაბათად” მოიხსენიებენ. ყველა შტატს საკუთარი განსხვავებული საარჩევნო სისტემა აქვს შემუშავებული.

ქვეყნის აღმოსავლეთში საარჩევნო პუნქტები უკვე გაიხსნა. ამ არჩევნებში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პარტიების მიერ პირველადი არჩევნების საშუალებით გამოვლენილი ორი კანდიდატი მიმდინარე წლის ნოემბერში ეროვნულ არჩევნებში დაუპირისპირდება ერთმანეთს. წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, დემოკრატი კანდიდატები ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი ძალზე უახლოვდებიან ერთმანეთს, ხოლო რესპუბლიკელთა შორის კი ჯონ მაკკეინი დამაჯერებლად უსწრებს მიტ რომნის.

XS
SM
MD
LG