ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა


პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა 141 ხმით, ანუ, ერთხმად, საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა, სადაც 8 ახალი მინისტრი იქნება. პრემიერმა ლ.გურგენიძემ კანონმდებლებს მთავრობის სამოქმედო პროგრამა წარუდგინა „ ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“.

რით დაიწყებს ახალ პოსტზე მოღვაწეობას სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში, დავით ტყეშელაშვილი ? - ამ კითხვაზე იგი პასუხობს, რომ ახლა მთავარია ეს განახლების პროცესი გაგრძელდეს რეგიონებში.

საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას და მას შემდეგაც საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს ხმები სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების არარსებობის შესახებ. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს ? - ეკონომიკის ახალი მინისტრის ეკატერინე შარაშიძის თქმით, ასეთი ინფორმაცია არის სრული აბსურდი და ასეთ ხმებს არანაირი საფუძველი არა აქვს.

პრემიერის განცხადებით მთავრობის სამოქმედო გეგმის სახელწოდებაში მნიშვნელოვანია სიტყვა „ერთიანი“, რაც მისივე თქმით გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას.. ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ გაუქმდა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი, მის ნაცვლად ჩამოყალიბდა სამინისტრო რეინტეგრაციის საკითხებში, რომელსაც თ.იაკობაშვილი უხელმძღვანელებს. ბ-ნ თ.იაკობაშვილის პროგრამა - მინიმუმი რა იქნება ? -

ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი იქნება.. არ უნდა იყოს ღარიბი საქართველოს არცერთი რეგიონი... მთავრობის სამოქმედო პროგრამა საპარლამენტო უმრავლესობამ მოიწონა, აქვთ თუ არა რაიმე შენიშვნები პროგრამის მიმართ ახლად არჩეულ მინისტრებს ? ამ კითხვაზე კულტურის ახალი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი პასუხობს, რომ ამ პროგრამაში კიდევ არ არის ასახული ყველა ის მიმართულებები, რომლებიც რეალურად არსებობს

XS
SM
MD
LG