ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს კამიკაძე ტერორისტის მიერ მეჩეთში განხორციელებულ აფეთქებას, სამხრეთ ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მოადგიის და კიდევ ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, დაჭრილია თვრამეტი კაცი. აფეთქება ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქლაშხარ ღაში მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ კამიკაძემ ბომბი მაშინ ააფეთქა, როდესაც გუბერნატორის მოადგილე პირ მუჰამედი და მისი თანმხლები პირები ლოცულობდნენ. პარალელურად კი ქაბულში ასევე კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილი შეაჯახა სამხედრო ავტობუსს. ამ ტერაქტს ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტერაქტის მოწყობა, თალიბთა ერთ-ერთმა ჯგუფმა იკისრა. ნურისტანის პროვინციიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მოთარეშეებმა გზის გამყვან ოთხ მუშას თავები მოჰკვეთეს. შეერთებული შტატები შიშობს, რომ გადაუდებელი ზომების არ მიღების შემთხვევაში ავღანეთი შეუმდგარ ქვეყანად შეიძლება გადაიქცეს.