უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის - ამ სახელწოდებით დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის ორგანიზებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გიგი წერეთლის თქმით, არასამტავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გასულ წელს შემუშავდა კანონი ფსიქიკური დახმარების შესახებ, ამჟამად კი კანონმდებლები ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობენ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მანანა შარაშიძის განცხადებით 1992 წლიდან 2007 წლის ჩათვლით საქართველოში თვითმკვლელობების ტენდენციამ იმატა, ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ავადობა 3-ჯერ გაიზარდა. დეპრესია, შიზოფრენია, ალკოჰოლი-ნარკომანია- ეს არის 21 საუკუნის სენი და არა მხოლოდ საქართველოში.
სიღარიბისა და ფსიქიკურ დაავადებათა შორის ახლო კავშირია, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას, აღნიშნავდნენ შეხვედრაზე ფსიქიატრები.
აღნიშნულ საკითხებზე ჯანდაცვის კომიტეტის თავნჯდომარეს, ბ-ნ გიგი წერეთელს გავესაუბრე. მისივე თქმით, საქართველოში სხვადასხვა დარღვევებით 100 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული .