ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირში პოლიციის განყოფილებასთან კამიკაძე ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა


ალჟირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ქალაქ ტენიაში კამიკაძე ტეორისტის მიერ პოლიციის განყოფილებასთან განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა ორი და დაიჭრა 20 ადამიანი. საგულისხმოა რომ პოლიციის მიერ გაკეთებული პირველი განცხადების თანახმად მსხვერპლის რაოდენობა შედარებით მაღალი იყო.

პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის განყოფილებისკენ სწრაფი სიჩქარით მიმავალ ავტომობილს. აფეთქებამ დიდი ზიანი მიაყენა პოლიციის განყოფილებასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგენულ შენობა-ნაგებობებს.

მსგავსი შემთხვევა ამა თვის დასაწყისში ქალაქ ნაცირიაში განხორციელდა.

დეკემბერის თვეში კი კამიკაძე ტეორისტის მიერ გაეროს პეროსნალზე და სამთავრობო შენობაზე ორ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, სადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. აფრიკის ჩრდილოეთში მოღვაწე ალყაიდამ ორივე თავდახმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG