დღეს გუშინ გარდაცვლილი ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის სუჰარტოს ნეშტი მიწას მიაბარეს. სუჰარტო სააზეიმო ცერემონიით, მის მშობლიურ ქალაქ სოლოში, საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ინდონეზიის ამჟამინდელი პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდოიონო უძღვებოდა.
სუჰარტოს ნეშტი გასული ღამის განმავლობაში ჯაკარტაში, გარდაცვლილის სახლში იყო დასვენებული. შემდეგ პრეზიდენტის კუბო მოტოკორტეჟის თანხლებით მიაცილეს სამხედრო აეროპორტამდე. სამგლოვიარო პროცესიას ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ოთხმოცდაექვსი წლის ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტი სუჰარტო. ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო ოთხ იანვარს მოათავსეს საავადმყოფოში. ინდონეზიაში ქვეყნის მთავრობამ შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.