ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის დასავლეთში ორმოცი ისლამისტი მებრძოლი გაანადგურეს


ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დასავლეთში, ავღანეთის საზღვრის მიდამოებში ორმოცი ისლამისტი მებრძოლი გაანადგურეს.

სამხედროებს არტილერია და საბრძოლო ვერტმფრენები უწევდნენ დახმარებას. ამ ინფორმაციით დაკავებულია ოცდაათი ისლამისტი. ბრძოლებში დაიღუპა რვა ჯარისკაცი. ხოლო დაიჭრა ოცდათორმეტი.

ოპერაცია სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში მდებარე თალიბებისა და ალ-ყაიდას სამალავების მიდამოებში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფიქრობენ, რომ ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ისლამისტთა ლიდერიც აქ იმყოფება.

XS
SM
MD
LG