ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორის ტადიჩი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს


სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი გაეროს უშიშროების საბჭოში მოხსენებით გამოვა და კოსოვოში გაეროს მისიის როლზე ისაუბრებს. უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი ლიბიის ელჩი გიადალლა ეტალჰი ჯურნალისტებს ამ ფონზე უცხადებს, რომ ბატონი ტადიჩი ღია სესიის დროს მიმართავს საბჭოს წევრებს. ეტალჰიმ ასევე განაცხადა, რომ საბჭოს წევრები ამის შემდეგ დახურულ კარს მიღმა შეიკრიბებიან და კოსოვოს ეთნიკური ალბანელების წარმომადგენლების მოხსენებებს მოისმენენ. სხდომას დაესწრება კოსოვოს ახალი პრემიერ მინისტრი ჰაშიმ თაჩი. გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა კოსოვოს საკითხზე სწორედ გენერალურ მდივნის ბან კი მუნის და კოსოვოში გაეროს მისიის მეთაურის იოაკიმ რუეკერის ინიციატივით იხსნება.
XS
SM
MD
LG