ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებაში შიშის სინდრომმა დაისადგურა


ცამეტ იანვარს ცსკომ რიგგარაშე საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა და საბოლოოდ მ.სააკაშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა. - ყველა სადავო საარჩევნო ოქმის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი რადიკალურად არ შეიცვლება - განაცხადა ცსკოს თავმჯდომარემ ლ.თარხნიშვილმა. ცსკოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებულმა ოპოზიციამ სასამართლოში გაასაჩივრა, ოპოზიციამ დღეს შეხვედრები საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა : იგი საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებულ ვიდეოთვალით გადაღებულ მასალების ჩვენებას და მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვს. გუშინ კი ამ მოთხოვნით თბილისში, რევოლუციის მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, აქციაში 50 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. დღეს გაერთიანებული ოპოზიცია ძველად ახალ წელს იზეიმებს, ზოლო ხვალ 15.01. მომხრეებს საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ მოსვლისკენ მოუწოდებს.

გუშინდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ლეიბორისტებმაც მიიღეს. დღეს კი შ.ნათელაშვილმა მ.სააკაშვილის გამარჯვება აღიარა, ამბობს, რომ რამდენხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ოპოზიციის აქციები ისინი შედეგს ვეღარ გამოიღებენ. შ.ნათელაშვილის თქმით ლეიბორისტული პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად იწყებს მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის., რომელიც ამომრჩეველთა გამოკითხვის თანახმად გაზაფხულზე გაიმართება.

მ.სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება დღეს ასევე სახალხო დამხველმა მიულოცა. ს.სუბარის ღია წერილში მ.სააკაშვილისადმი ნათქვამია, რომ ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ მისი მიზანია საქართველოს ევროპულ ოჯახში შეყვანა. ამავე დროს არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ევროპული ღირებულებები.

“ - ჩემდა სამწუხაროდ, უნდა დაგიდასტუროდ, რომ საზოგადოებაში დაისადგურა შიშის სინდრომმა.. ამის დანახვა გაუჭირდებათ უცხოელ დამკვირვებლებს, ვერც მე შევძლებ ამის დოკუმენტურად დასაბუთებას ...“.

XS
SM
MD
LG