პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ თურქეთი შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში:
“ჩვენ საერთო პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთ ასეთ პრობლემას ჩვენი საერთო მტრის ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი საერთო მტერი ქურთისტანის მუშათა პარტიაცაა, რომელიც თურქეთის, ერაყისა და იმ ხალხის მტერია ვისაც მშვიდობიანად ცხოვრება სწადია”. განაცხადა ბატონმა ბუშმა.
ბუში თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გულს შეხვდა. ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და თურქეთი მშვიდობის დამყარების მცდელობით, ქურთისტანის მუშათა პარტიას უპირისპირდებიან.
საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და შეერთებულ შტატებს საერთო მტერთან მიმართებაში ერთნაირი ხედვა ახასიათებთ:
“ჩვენ კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ამერიკის პრეზიდენტს ჩვენი მტრის კიდევ ერთხელ განსაზღვრის გამო”. სთქვა ბატონმა გულმა.
პრეზიდენტებმა რამდენიმე საკითხის, მათ შორის ენერგიის უშიშროებისა და ახლო აღმოსავლეთის ირგვლივ ისაუბრეს. ბატონმა ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირის წევრად გახდომის სურვილს:
“მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ევროპა თურქეთის წევრობიდან ბევრ სასიკეთოს გამოიღებს. მე ამის მას შემდეგ მჯერა, რაც ამერიკის პრეზიდენტი გავხდი. ჩემის აზრით თურქეთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს იმისა თუ როგორ სეიძლება დემოკრატიული სახელმწიფო თანაცხოვრებდეს ისეთ დიად რელიგიასთან, როგორიც ისლამია. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია. მე თურქეთს ევროპასა და ისლამურ სამყაროს შორის გადებულ ხიდად მოვიაზრებ და ჩემი აზრით, თურქეთის ევროკავშირში შესვლა გლობალური მშვიდობის ინტერესებში შედის”. აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მან დაასრულა, რომ თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და, რომ ამერიკა ამ ურთიერთობების გაძლიერებისთვის ძალზე ბევრს აკეთებს.