ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს მოსალოდნელი დამოუკიდებლობის შესახებ ექსპერტები მსჯელობენ


მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იუგოსლავიის დაშლა რამდენიმე სისხლიანი კონფლიქტით დაიწყო, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ბალკანეთის ამ აწეწილ რეგიონში დემოკრატიის დასამყარებლად და საბაზრო ეკონომიკის განვითარების მცდელობით, სამხედრო სამშვიდობო მისიები შეიყვანა, ხოლო ეკონომიკის აღორძინებას კი მილიონობით დოლარი დაახარჯა. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების ნაწილმა უკვე მიაღწია წარმატებებს და ახლა ან უკვე ევროკავშირს შეუერთდა და ან კიდევ ახლო მომავალსი გახდება ამ კავშირის წევრი. თუმცა რეგიონში კიდევ ერთი მოუგვარებელი პრობლემა, სერბთის სეპარატისტული პროვინციის კოსოვოს საკითხი რჩება. კოსოვო ნატოს მიერ 1999 წელს განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შემდეგ, რომელმაც სერბეთის სამხედრო ძალების კოსოვოდან გამოყვანა აიძულა, გაეროს მმართველობის ქვეშაა. ოფიციალურად ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვო ახლაც სერბეთის ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაც პროვინციის მოსახლეობის უმეტესობა სერბეთისგან სრულ დამოუკიდებლობას ემხრობა. ამას კი პროვინციაში მცხოვრები სერბული უმცირესობა კატეგორიულად ეწინაარმდეგება. საკითხის მოგვარების მცდელობით, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ გასულ წელს მხარეებს შორის შუამავლის როლი იკისრა, მაგრამ კოსოვოს საბოლოო სტატუსის გამორკვევისადმი მიძღვნილმა მოლაპარაკებებმა ფუჭად ჩაიარა. ამ დროს კი რუსეთი იმუქრება, რომ თუ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილება, იგი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. მოსკოვი და ბელგრადი დამატებითი მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდებენ. მაგრამ შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხსი შევიდა და ამჟამად არსებული სტატუს კვო კი მიუღებელია: “ყოვლად მიუღებელია საკითხის გადადება. ეს არავითარ შედეგს არ მოგვიტანს და უფრო საშიშ არასტაბილურობას გამოიწვევს”. ამბობს ეუთოს ამერიკელი მრჩელელი რობერტ ჰენდი. “ჩვენ უბრალოდ ასე ვერ მივატოვებთ სიტუაციას, როდესაც კოსოვოს სტატუსი გამოურკვეველია. პროვინციის მოსახლეობას მომავლის ცოდნის უფლება აქვს. მე ვთვლი, რომ შეერთებულ შტატებს ესმის ის თუ საით მიემართება კოსოვო და მხარს უჭერს ამას. ჩემის აზრით საკითხავი ის არაა თუ საით მიემართება კოსოვო, საკითხავი ისაა თუ როგორ განვახორციელებინოთ კოსოვოს ეს მიზანი”. გააგრძელა ბატონმა ჰენდმა. რუსეთი და სერბეთი აცხადებენ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე ამ დამოუკიდებლობის აღიარება ყოვლად მიუღებელია. რუსეთი ამტკიცებს, რომ კოსოვო საკმაოდ საშიშ პრეცედენტ ქმნის მსოფლიოში არსებული ორმოცდაათამდე სადისპუტო ტერიტორიისთვის. ზოგი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთი რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანათა შორის ხელახლა დამკვიდრებას ცდილობს, დასავლეთისთვის ისეთ მნიშვნელოვან რეგიონებში ცდილობს ხელის შეშლას, როგორებიცაა ირანი, კავკასია, კოსოვო და სხვა. დასავლეთ ილინოისის შტატის უნივერსიტეტის ისტორისს პროფესორის ნიკოლას პემოს თქმით, ისევე, როგორც შეერთებული შტატები იცავს კოსოვოსთვის მიცემულ პირობას, რუსეთი სერბეთისთვის მიცემულს იცავს: “ამ ეტაპზე ამერიკისთვის და რუსეთისთვის ახლა უკან დახევა ძალზე რთული იქნება. ბევრი რამ არსებულ ატმოსფეროზე და საერთაშორისო სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. იბადება კითხვა. ხომ არ ვუბრუნდებით ძველ ძალისმიერ დაპირიპირებას?” ამბობს ბატონი პენო. ამ დროს კი საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ მიუხედავად ამისა, კოსოვოს საკითხის გამო აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირება ძალზე არ გართულდება: “რუსეთი კოსოვოს გულისთვის ომს არ დაიწყებს და ამერიკელებთან და ევროპელებთან თანამშრომლობას არ შეწყვეტს. მაგრამ თუ ჩვენ ევროპის უშიშროების გარანტიები გვსურს, თუ ჩვენ რუსეთთან კონსტრუქტიული ურთიერთობა გვსურს, მნიშვნელოვანია უფრო ვრცელი საკითხების მომცველი გეგმის შემუშავება, რომლის ჩარჩოებშიც მოლაპარაკებების წარმართვა იქნება შესაძლებელი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვეტყვით კოსოვოელებს, რომ იმის გამო, რომ რუსეთი არ გაანაწყენონ მათ შეწყვიტონ დამოუკიდებლობაზე ფიქრი”. ამბობს ვაშინგტონში მდებარე რენდის კორპორაციის მრჩეველი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოსა და ევროკავშირში რობერტ ჰანტერი. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე მიაღწიეს იმას, რომ ევროკავშირის ის წევრებიც გადაიბირეს, რომლებიც კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცნობას ეჭვის თვალით უყურებდნენ. გაეროს მისიას კოსოვოში მალე ევროკავშირის მისია შეცვლის: “საერთოდ ევროპელებს ბალკანეთის საკითხვებში ბედი არასდროს წყალობთ. ისინი ეცდებიან, რომ ახლა ერთიანობა წარმოაჩინონ ამ საკითხში. მაგრამ მართალი გითხრათ მე არ მჯერა, რომ კოსოვოში ევროკავშირი წარმატებული იქნება”. ამბობს ჰადსონის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სპეციალისტი იონის სარატსისი. იგი ამატებს, რომ ევროკავშირის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, სერბეთთან ურთიერთობების გაფუჭებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG