ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პარლამენტის წევრებმა დაამტკიცეს კანონი ავღანეთში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მხარდასაჭრად იაპონიის სამხედრო საზღვაო ფლოტის კვლავ გადასროლის შესახებ


კანონი დღეს დაამტკიცა პარლამენტის ქვედა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას ქვეყნის პრემიერ მინისტრის იასუო ფუკუდას გაერთიანებული კოალიცია წარმოადგენს.

პარლამენტის ზედა პალატამ რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს ეს კანონპროექტი უკვე განიხილა და არ დაამტკიცა იგი,.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპრალკება ბატონ ფუკუდასა და ოპოზიციის ლიდერს იჩირო ოზავას შორის უშედეგოდ დასრულდა. ბატონი იჩირო ოზავა აცხადებს რომ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიმართ მხარდაჭერა არ ესადაგება იაპონიის აწმყო კონსტიტუციას.

მიუხედავად ამისა ბატონი ფუკუდა თვლის რომ ეს ოპერაცია საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის ნაწილია რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობის კეთილდღეობას წაადგება.

XS
SM
MD
LG