ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ნაჯია ბადიკოვამ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამორთვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მეთიუ ბრაიზას.
სახ-დეპმა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ არჩვენები დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამავე აზრისაა ევრო-საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. მთლიანობაში არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. ჩვენ ასევე ვაღიარებთ რომ ქონდა ადგილი დარღვევებსაც, და ამასთანავე უხეშ დარღევევბს. ხარვეზები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და აღმოფხვრილი, რადგანაც საქართველო ამჟამად მეორე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადება, ეს არის საპარლამენტო არჩევნები.
გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს 50 პროცენტი პლუს ერთი ხმა სჭირდება. მსმენელს შევახსენებთ რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემულმა ხმებმა 52 პროცენტი შეადგინა. ამერიკის ხმის ჟურნალისტმა მეთიუ ბრაიზასთან საუბარში აღნიშნა რომ მსგავსი პოცენტული მაჩვენებელი სინამდვილეში იმაზე მეტყველებს რომ საზოგადოებაში განხეთქილება არსებობს. შეკითხვაზე თუ რა რა უნდა მოიქმედოს საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა რომ კვლავ შეკრას ქართული საზოგადოება, ბრაზიამ გვიპასუხა:
52 პროცენტით გაიმარჯვებ თუ 51 პროცენტით გამარჯვება გამარჯვებაა. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტები ასევე მცირე პროცენტული მაჩვენებლით იმარჯვებენ. სინამდვილეში ეს დემოკრატიის მაჩვენებელია. ეს არჩევნები სხვანაირადაც შეიძლება იქნას აღქმული. მიხეილ სააკაშვილმა ხმათა დაახლოებით ორმოცდათორმეტი, ხოლო ლევან გაჩეჩილაძემ კი ოცდახუთი-ოცდაშვიდი პროცენტი დააგროვეს, ხოლო ოპოზოციამ მთლიანობაში ხმათა 46 პროცენტი მიიღო. 52 / 46-ზე უკვე სერიოზული რამაა. მნიშვნელოვანი იქნება ის საბოლოო შედეგები, რომელიც დარღვევის ფაქტების გადამოწმების შემდეგ გამოვლინდება. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიმართოს საზოგადოებას რათა აღსდგეს ერთობა. ასევე დემოკრატიული წინსვლისთვის აუცილებელია ძლიერი პარლამენტი და ძლიერი ოპოზიცია.
და ბოლოს შეკითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი საქართველოსა შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას მან გვიპასუხა:
ჩვენ ახლო და კარგი ურთიერთ-დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. აშშ-ი საქართველოს დახმარებას უწევს დიპლომატიურ საკითხებში და ვეხამრებით მას ეკონომიური პრობლემების გადაჭრაში. საქართველო მხარდაჭერას გამოხატავს დიპლომატიურ საკითხებში, ერაყში. მოგეხსენებათ იქ ქართული სამხედრო კონტინგენტი რაოდენობით მე-3 ადგილზეა. ამერიკისთვის განვითარებული და აყვავებული საქართველო ძალზე მნიშვნელოვანია. რაღა თქმა უნდა დიდი გზაა გასავლელი რომ მართლაც ჯანსაღი დემოკრატია ჩამოყალიბდეს. უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ ასევე კარგი ურთიერთობა გვაქვს ოპოზიციასთანაც, პარლამენტის ლიდერებთან და საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან.
ხშირად მეკითხებიან საქართველო - ამერიკის ურთიერთობა პირად ინტერესებზე დაყრდნობით ხომ არ ვითარდებაო. მსგავს შეკითხვას მე უფროსი ბუშისა და ედუარდ შევარდნაძის მჭიდრო ურთიერთობის ფონზე მისი პრეზიდენტობის დროსაც მაძლევდნენ, საზოგადოებას აღელვებდა თუ რა იქნებოდა მომავალში. როგორც ხედავთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან დარჩა თბილი, მტკიცე და ღრმა. და ეს ურთიერთობა ყოველთვის ასეთი იქნება.