საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი მასაჩუსეტის შტატის გუბერნატორს მიტ რომნის ხმათა მცირე რაოდენობით უსწრებს. არიზონის შტატის სენატორმა განაცხადა რომ რადიკალური ისლამის მოსაგერიებლად მისი კანდიდატურა საუკეთესო არჩევანია.
21-ე საუკუნეში ჩვენ ურთულესი მისია გვხვდა წილად. მე მჯერა რომ მაქვს საკმაო ცოდნა და გამჭრიახობა ამ პრობლემის დასაძლევად.
პოლიტიკური კომენტატორი პეტ ბიუქენანი რომელიც რესპუბლიკელთა პოლიტიკაში კარგად არის გათვითცნობიერებული, თვლის რომ ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრება რომნისა და მაკეინის საპრეზიდენტო მარათონზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
მაკკეინმა უნდა მოიგოს ნიუ ჰემპშერში, თუ არა და იგი საბოლოო ჯამში დამარცხდება. რომნიც მსგავს მდგომარეობაშია მაგრამ მიჩიგანის შტატში, სადაც მამამისი გუბერნატორი იყო, კენჭისყრა ერთი კვირის შემდეგ ტარდება.
რაც შეეხება დემოკრატ კანდიდატებს კენჭისყრამ ცხადყო რომ სენატორი ილინოისის შტატიდან, ბარაკ ობამა ნიუ იოტკის შტატის სენატორს ჰილარი კლინტონს უსწრებს.
ნიუ ჰემპშერის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი დანტე სკალა ამტკიცებს რომ:
თუ ობამა ნიუ ჰემპშერში გაიმარჯვებს, რა თქმაუნდა წარმატება გარდაუვალია ისეთ შტატებში როგორიცაა სამხრეთ კაროლინა, სადაც შავკანიანთა მოსახლეობა ჭარბობს. როდესაც შავკანიანი ამომრჩეველი დაინახავს რომ ქვეყნის თეთრკანიანებით მჭიდროდ დასახლებულ შტატებში ობამამ გაიმარჯვა, რაღა თქმაუნდა მას მისცემს ხმას.
გუშინ გამართულ წინაასაარჩევნო კაპანიის დროს მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდენენ სენატორ ბარაკ ობამას, თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა რომ მომავალი ცხადყოფს საბოლოო შედეგებს.
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა არჩევნები უცნაური პროცესია. საბოლოო ჯამში ხმათა დათვლის ბოლო მონაცემების შემდეგ გაირკვევა საბოლოო შედეგები.