ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნების ზუსტი თარიღი დასახელდა


თეთრი სახლის პრესმდივაბნმა დანა პერინომ პაკისტანის პრეზიდენტი შეაქო საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებელი ზუსტი ვადის დასახელებისთვის.

თავიდან 8 იანვრისთვის დაგეგმილი არჩევნები, პაკისტანის ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მიერ გამოწვეული არეულობის გამო გადაიდო. ახალ თარიღად 18 თებერვალი დასახელდა. ქალბატონმა პერინომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იმედოვნებს იმას, რომ პაკისტანის ხალხი არჩევნებში მონაწილეობას და სასურველი კანდიდატის არჩევას თავისუფლად შესძლებს. კომენტარით აგრეთვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი შონ მაკკორმაკიც გამოვიდა:

“ჩვენ კმაყოფილებას გამოვხატავთ ახალი ვადის დანიშნვის გამო. იმის გამო, რომ პაკისტანის პოლიტიკური ძალები დარწმუნებულნი იქნებიან, რომ არჩევნები ამ კონკრეტულ დღეს ჩატარდება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც პაკისტანში პოლიტიკური არეულობა სუფევს, არჩევნების ჩატარების დღე დაინიშნა. ჩვენ ამის აუცილებლობის შეშახებ დიდი ხანია ვსაუბრობდით”. განაცხადა პრეს-მდივანმა მაკკორმაკმა.

ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობამ პაკისტანში ძალადობის ტალღა ააგორა, თუმცა ახლა სიტუაცია ბევრად დაწყნარდა. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები განრიგის მიხედვით და დარღვევების გარეშე ჩატარდე:

“პაკისტანის მთავრობამ და ოფიციოზმა 18 თებერვლამდე დარჩენილი დრო იმას უნდა მოახმაროს, რომ დამოუკიდებელ მედიას ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონდეს. რომ მათ ვისაც პოლიტიკურ პროცესში მშვიდობიანად სურთ მონაწილეობის მიღება, ამის შესაძლებლობა მიეცეთ. რომ პოლიტიკური პარტიების მოქმედების შემზღუდავი კანონები გაუქმდეს. აუცილებელია, რომ ყველა პარტიასა და კანდიდატს მედიაზე მიუწვდებოიდეს ხელი და აუცილებელია, რომ არჩევნები თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდეს”. განაცხადა ბატონმა მაკკორმაკმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა პაკისტანის ხალხს, პოლიტიკურ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამშვიდებულად და ერთობლივი ძალებით უკეთესი მომავლის მშენებლობისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG