ამერიკის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტები დღეს ნიუ ჰემპშირში პარტიულ დებატებში იღებენ მონაწილეობას, მანამ სანამ სამშაბათს იქ პრაიმერი ჩატარდება. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტი სენატორი ჰილარი ქლინტონი, ყოფილი სენატორი ჯონ ედვარდსი, ისევე როგორც დემოკრატიული პარტიის კანდიდატები ბარაკ ობამა და ნიუ მექსიკის ამჟამინდელი გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ამერიკის ჯანდაცვის სისტემის პრობლემებსა და ცვლილების მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ. რესპუბლიკელი კანდიდატების დებატები გუშინ უფრო ადრე შედგა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ერაყის ომის სტრატეგია და საემიგრაციო რეფორმა. ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატები ბარაკ ობამა და ჰილარი ქლინტონი აქტიურობენ, მაშინ როდესაც ჯონ მაქეინი რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ყველაზე წინ არის.