ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიამ წარმატებით გამოცადა ახალი ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემა


იაპონიის სამხედრო ფლოტმა წარმატებით გამოცადა ახალი ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემა. სამიზნეს ჰავაის კუნძულებიდან გატყორცნილი არასაბრძოლო რაკეტა წარმოადგენდა. იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აკინორი ეტომ განაცხადა, რომ ეს გამოცდა, ამერიკა იაპონიის სამხედრო თავდაცვის ურთიერთობების ახალ ისტორიულ ფურცელს წარმოაგენს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ რაკეტსაწინაღო თავდაცვა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. სამი ათეული წლის წინ, ბალისტიკურ იარაღს მხოლოდ მსოფლიოს ცხრა ქვეყანა ფლობდა.

ახლა კი ასეთი ქვეყნების რიცხვი ოცდაშვიდამდე გაიზარდა და ამ ქვეყნებს შორის ჩრდილოეთ კორეა და ირანიცაა. ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი ბალისტიკური იარაღის გამოცდისას რაკეტები იაპონიის შორიახლოს გასტყორცნა. საპასუხოდ საკუთარი უშიშროების დაცვის მიზნით იაპონიამ შეერთებულ შტატებთან ერთად რვა მილიარდ დოლარად ღირებული რაკეტსაწინაღო სისტემა შექმნა.

ეს სისტემა ხმელეთზეც განთავსდება და ზღვაშიც. 2006 წელს იაპონიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა იუნიჩირო კოიზუმიმ და პრეზიდენტმა ბუშმა ერთობლივად განაცხადეს, რომ იაპონიისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა უშიშროების სფეროში წარმატებულად ვითარდება. “ეს ურთიერთობა ანტიბალისტიკური სისტემის შექმნას მოიცავს”. განაცხადეს მაშინ ქვეყნების ლიდერებმა.

იაპონიის ახლანდელ პრემიერ-მინისტრთან იასუო ფუკუდასთან ერთად მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და იაპონიის თანამშრომლობა, აზიის უშიშროების ქვაკუთხედს წარმოადგენს. “ჩვენი ქვეყნების ალიანსი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის თავდადებაზეა დაფუძნებული”. განაცხადა ბატონმა ბუშმა. შეერთებული შტატები პოტენციური ბალისტიკური საშიშროების თავიდან აცილების მიზნით სხვა მოკავშირეებთანაც თანამშრომლობს.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები რაკეტსაწინაღო სისტემის განვითარების საქმეში დიდ ბრიტანეთთან, დანიასთან, ავსტრალიასთან, იტალიასთან, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან და ისრაელთან თანამშრომლობდა. შეერთებული შტატები ირანიდან მომდინარე სულ უფრო მზარდი საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინაღო სისტემის განშლის წინადადებითაც გამოვიდა.

ამ წინადადების თანახმად, პოლონეთში ათი გამანადგურებელი რაკეტის, ხოლო ჩეხეთში კი რადარის განლაგებაა გათვალისწინებული. ამას რუსეთი ეწინაარმდეგება. რუსეთის ეჭვების გასაქარწყლებლად პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთიც მიიწვია საერთო რაკეტსაწინარო სისტემის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG