ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის პრეზიდენტი აშშ-ს ელჩის გაძევებით იმუქრება


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს შემოიღებს, იგი ქვეყნიდან შეერთებული შტატების ელჩს გააძევებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ დღეს ისაუბრა და დაამატრა, რომ ბელარუსი ვაშინგტონის წინააღმდეგ სხვა ზომებსაც მიმართავს. ბელარუსის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამერიკაში ჩასვლა უკვე აკრძალული აქვთ. სანქციები შემოღებულია ბელარუსის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინაარმდეგაც. შეერთებული შტატების ელჩმა კერენ სტიუარტმა დღეს დილით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბელარუსის წინაარმდეგ დამატებითი სანქციების შემორებას იმიტომ აპირებს, რომ მინსკი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას უარობს და დემოკრატიულ თავისუფლერბებს ზღუდავს.
XS
SM
MD
LG