ამის თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. საყოველთაოდ მოელიან რომ კოსოვოს მოსახლეობა რომლის უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ ცალმხრივად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
როგორც მოელიან დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა მზად არის ცნოს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ლავროვი ამტკიცებს რომ რუსეთი გაეროში მის გავლენას გამოიყენებს რათა ხელი შეუშალოს დასავლეთის გეგმებს რომელიც სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობას ეხება. შეგახსენებთ რომ რუსეთს როგორც გაეროს მუდმივ წევრ სახელმწიფოს ვეტოს უფლება გააჩნია.