ბელარუსის მთავრობამ გაააქტიურა პოლიტიკური ოპოზიციონერებისა და რიგითი მოქალაქეების დევნა. სულ ახლახანს, მთავრობის პოლიტრიკის გასაპროტესტებლად, მინსკის ქუჩებში დემონსტრაციები მოეწყო. ქვეყნის პოლიციამ ეს დემონსტრაციები დაარბია. ომონელებმა ცემეს პოლიტიკური აქტივისტი ანატოლი ლებედკო და არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდული ფრონტის ლიდერი დიმიტრი ფედარუკი. ცემის დროს ბატონმა ფედარუკმა გონება დაკარგა. ბატონები ფედარუკი და ლებედკო იმ დელეგაციის წევრები იყვნენ, რომელიც ვაშინგტონს ესტუმრა და პრეზიდენტ ბუშსა და სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. შეერთებული სტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და უპირველეს ყოვლისა ბატონი ფედარუკის უმოწყალოდ ცემის ფაქტები დაგმობილია. “ეს ბელარუსის ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების სერიის განხორციელების შემდეგი აქტია”. წერს განცხადებაში დეპარტამენტის პრესმდივანი შონ მაკკორმაკი. შეერთებულ შტატებს ძალზე აღელვებს დემონსტრაციის იმ სხვა მონაწილეების ბედიც, რომლებიც ასევე ცემეს და ბატონი ლებედკოსავით შემდეგ დააპატიმრეს. სამწუხაროდ ეს ბოლო დარბევა ნაწილია ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის იმ ტალღისა, რომლის დროსაც ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა იკრძალება. მაგალითად ალექსანდრ მალინკევიჩის მოძრაობას სახელწოდებით “თავისუფლებისთვის” ფუნქციონირება აუკრძალეს. ასევე ბელარუსის მთავრობა უკანონოდ ხურავს თავისუფალ მედიას. ასე მაგალითად მინსკში დახურეს გაზეთი “ნოვი ჩას”. ვინაიდან მინსკი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას უარობს და ადამიანის უფლებებს სისტემატიურად არღვევს, შეერთებული შტატების ელჩმა ბელარუსში კერინ სტიუარტმა არ გამორიცხა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობა. შეერთებული შტატები ბელარუსში პატიმრიბაში მყოფ ექვს პოლიტიკურ აქტივისტს, მათ შორის 2006 წლის მთავრობის მიერ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატს ალექსანდრ კოზულინს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. დადგა იმის დრო, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის სიტყვის, პრესისა და თავყრილობის მოწვევის თავისუფლებებს პატივი სცეს. შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ადამიანის უფლებების დამრღვევთა ქმედების გამოაშკარავების პროცესს. ხოლო ბელარუს ხალხს კი მეგობრობის ხელის უწვდის.
პოპულარული
1